აზარი ანჩელოტის ქმედებებით უკმაყოფილოა
ედენ აზარი ვერ ხვდება, როგორც უნდა შევიდეს საუკეთესო ფორმაში, თუ მას მთავარი მწვრთნელი სათამაშო წუთებს არ მისცემს...
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სანაკრებო მატჩების გამო გადაღლილი ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოეში „ბილბაოსთან“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდებოდნენ, ხოლო ედენს მეორე ტაიმშიც კი არ მიეცემოდა მოედანზე გასვლის საშუალება.
ბელგიელი თვლის, რომ მისი ფიზიკური კონდიციები აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, ის ვარჯიშებზე ბოლომდე იტვირთება და არანაირი დისკომფორტი აღარ აქვს.
მაშინ, როდესაც აზარის გამოყენება მართლაც სრულფასოვნად შეიძლება, ედენი მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ზის.
„მარკას“ ცნობით, მოთამაშე არსებული სიტუაციით ძალიან უკმაყოფილოა და ანჩელოტის განცხადებების აღარ სჯერა. შეგახსენებთ, იტალიელმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში „7“-იანი მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.
- 4 თებერვალი 2022
- 1 177
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.