ანჩელოტი მბაპეს შეჩერების გეგმავს უკვე აყალიბებს
კარლო ანჩელოტი საგონებელშია ჩავარდნილი. ფერლან მენდის თამაში „პსჟ“-სთან საეჭვოა, მარცხენა ფლანგზე კი სამეფო კლუბს სწრაფი მცველები არ ჰყავს...
„ბილბაოსთან“ მატჩში დავიდ ალაბას მარცხენა მცველად გამოყენებამ აჩვენა, რომ ავსტრიელი ფეხბურთელი ცენტრში ბევრად პროდუქტიულია, ვიდრე ფლანგზე.
მენდის თამაში საეჭვოა, მარსელო კი საერთოდ ვეღარ დარბის.
ჩნდება კითხვა - „ვინ უნდა გააჩეროს კილიან მბაპე, ან თუნდაც ფლანგზე გადასული ლიონელ მესი?“. ანჩელოტი სპეციალირ გეგმაზე უკვე მუშაობს. თუ მენდი მწყობრში ვერ ჩადგა, არ არის გამორიცხული მოედანზე გამოუცდელი მიგელ გუტიერესიც ვიხილოთ, თუმცა მას მკაცრი მითითება ექნება, რომ დაცვითი საქმიანობით დაკავდეს და შეტევაში მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში წავიდეს.
კარლო კილიანს ყველაზე სახიფათო ფიგურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მისი განეიტრალების შემთხვევაში „პსჟ“-სთან წარმატების მიღწევა შესაძლებელია.
- 4 თებერვალი 2022
- 1 216
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.