ბენზემას თამაში „გრანადასთანაც“ საეჭვოა
მიუხედავად იმისა, რომ ბენზემას აღდგენითი პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, კარლო ანჩელოტი ფრთხილი ტაქტიკის არჩევას გეგმავს...
ფრანგი ფეხბურთელის თამაში „გრანადასთანაც“ საეჭვოა, მის ადგილს სასტარტო შემადგენლობაში დიდი ალბათობით ლუკა იოვიჩი დაიკავებს, რომელიც „სან მამესზე“ საერთოდ ვერ ვიხილეთ.
ბენზემა „ვილიარეალისთვის“ 100%-ით მზად იქნება. ასევე აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ფრანგი „9“-იანი „პსჟ“-ს წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, კარიმის შესახებ საბოლოო ინფორმაციას ანჩელოტი ხვალ მოისმენს, რის შემდეგაც გადაწყვეტს, შეიყვანოს თუ არა ფორვარდი „გრანადასთან“ მატჩის განაცხადში.
- 4 თებერვალი 2022
- 513
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.