მეტი ნახევარფინალი ჩ/ლიგაზე, ვიდრე სამეფო თასზე
„რეალი“ ესპანეთის სამეფო თასზე წარუმატებელი ასპარეზობის ტრადიციას აგრძელებს.
გათამაშების მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც „სან მამესზე“ გაიმართა, ანჩელოტის შეგირდები მინიმალური ანგარიშით (1-0) დამარცხდნენ ადგილობრივ „ატლეტიკთან“ და უკვე თებერვალში, ე.წ. ტრიპლეტის მოგების შანსი გაანიავეს.
უკანასკნელი დეკადის განმავლობაში „თეთრები“ გაცილებით ნაყოფიერად ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ევროპის საუკეთესო კლუბები იყრიან თავს, ვიდრე „კოპა დელ რეიზე.“ 2010/11 წლების სეზონიდან მოყოლებული, მადრიდელებმა 9-ჯერ მიიღეს მონაწილეობას ყველას პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე, ხოლო „ლა კოპაზე,“ მხოლოდ 4-ჯერ მოხვდნენ 4 საუკეთესო გუნდს შორის.
აღსანიშნავია, რომ „ბლანკოსის“ მსგავსად, ქვეყნის თასზე გამოსვლა დაასრულა მომავალმა მეტოქე „პსჟ“-მაც. პოჩეტინოს შეგირდები „ნიცასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
- 4 თებერვალი 2022
- 758
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.