ვის დასცინა ბეილმა?
„სან მამესზე“ მატჩის მიმდინარეობისას, რომელშიც სამეფო კლუბი ადგილობრივ „ატლეტიკთან“ დამარცხდა და „კოპა დელ რეის“ გამოეთიშა, El Chiringuito-ს კამერამ საინტერესო ფაქტი დააფიქსირა.
შეხვედრის 75-ე წუთზე, ოპერატორის კადრში მოხვდა გარეთ ბეილი, რომელიც გულიანად იცინოდა. ამის მიზეზი კი ედენ აზარი გახდა, რომელიც შესვენების შემდეგ მოედნის მისადგომებთან აქტიურად ხურდებოდა და ემზადებოდა პაექრობაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, მოულოდნელად, მწვრთნელმა ბელგიელს კვლავ სათადარიგო სკამისკენ მიუთითა. ერთი სიტყვით, დიდი ხნის უთამაშებელმა გარეთმა თანაგუნდელს დასცინა.
- 4 თებერვალი 2022
- 3 357
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.