ფეხბურთელთა შეფასებები

გთავაზობთ „რეალის“ ფეხბურთელთა შეფასებებს Bernabeudigital-ის მიხედვით...

კურტუა 7

ბელგიელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი განახორციელა და გუნდს დაეხმარა, თუმცა მატჩის მიწურულს გოლი მაინც გაუშვა.

ვასკესი 5

ლუკასი საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა და დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებდა, თუმცა შეტევაში საერთოდ არ გამოჩენილა და სიტუაციას ვერ ამწვავებდა.

მილიტაო 7

ედერი შესანიშნავი იყო ყველა მომენტში. ბრაზილიელმა დაცვაში არნახული სამუშო გასწია, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

ნაჩო 7

ნაჩეტემ ყველა მომენტში ბოლომდე იბრძოლა და გუნდი გაშვებულ გოლს არაერთხელ გადაარჩინა, თუმცა მატჩის მიწურულს ბასკებმა მისი „გაბითურება“ და გოლის გატანა მაინც შეძლეს.

ალაბა 5

დავიდს ძალიან სუსტი მატჩი ჰქონდა, როგორც სჩანს, ის მარცხნივ ისეთივე ეფექტური აღარ არის, როგორიც ადრე იყო. ავსტრიელის პოზიცია „რეალში“ ცენტრალური მცველია და მან მილიტაოს მეწყვილედ თამაში უნდა განაგრძოს.

კაზემირო 3

ბრაზილიელ ნახევარმცველს საშინელი მატჩი ჰქონდა, ის სასურველი თამაშისგან შორს იყო, როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. სწორედ კაზეს შეცდომას მოჰყვა მარსელინოს გუნდის გადამწყვეტი გოლი.

კროოსი 4

გერმანელმა ვერ ითამაშა ისე, როგორც ამას ხალხია მიჩვეული. ტონი ხშირად იყო ინერტული და სიზუსტითაც ვერ გამოირჩეოდა.

მოდრიჩი 5

ლუკიტა ნახევარდაცვაში საუკეთესო იყო, თუმცა საბოლოო ჯამში მისმა ქმედებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ასევე აღსანიშნავია პირველ ტაიმში დაშვებული რამდენიმე შეცდომა.

როდრიგო 3

ბრაზილიელი ახალგაზრდის გადაწყვეტილებები ძალიან არაგონივრული იყო, მას აკლდა გამბედაობა და ხასიათი.

ვინისიუსი 4

როგორც სჩანს, სანაკრებო მატჩებმა ვინიზე სერიოზულად იმოქმედა, ის ვერც სისწრაფეებს ანვითარებდა და ვერც ტექნიკური არსენალი შემოგვთავაზა.

ასენსიო 3

ესპანელი იყო სრულიად შეუმჩნეველი, როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში. მატჩის მიწურულს მარკო გააქტიურდა, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდზე ითქმის.

ისკო 5

ალარკონის შემოსვლამ „რეალის“ თამაში შედარებით დაალაგა, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

კამავინგა 4

ფრანგი ნახევარმცველის მოედანზე შემოსვლა აბსოლუტურად შეუმჩნეველი დარჩა.

  • Hala
  • 4 თებერვალი 2022
  • 752
  • 1

1

4 თებერვალი 2022 02:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაზემირო საშინელება იყო.. მიხარია რომ ამაზე უარესი ვერ იქნება წელს რეალი. წინაა ყველაფერი კარგი ☀️

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (193)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)