Le Parisien - სეზონის ბოლოს რამოსი „პსჟ“-დან წავა!
Le Parisien-ის ცნობით, სერხიო რამოსისა და „პსჟ“-ს ურთიერთობა სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით დასრულდება...
ფრანგული კლუბის სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები მოთამაშის კუნთების მდგომარეობით შეშფოთებულები არიან. სერხიო მოედანზე 1-2 მატჩის ჩატარების შემდეგ ისევ ტრავმას იღებს და მუდმივად აღდგენით პროცესშია, რაც მთავარ მწვრთნელს მასზე გათვლით გაკეთების საშუალებას არ აძლევს.
ამ წუთებშიც კი ესპანელი ლეგენდა აღდგენით პროცესს გადის და მისი თამაში 15 თებერვლის მატჩში „ბლანკოსის“ წინააღმდეგ საეჭვოა, რადგან მოედანზე გასვლა სერიოზულ რისკებს შეიცავს.
Le Parisien-ის ცნობით, „პსჟ“-სა და რამოსის კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, პარიზულ მხარეს შეუძლია მოთამაშეს მატჩების გარკვეული რაოდენობის ვერჩატარების გამო კონტრაქტი შეუწყვიტოს და მეორე წლის ხელფასის გადახდისგან გათავისუფლდეს.
ამასთანავე ვრცელდება ჭორები, რომლის მიხედვითაც, „პსჟ“-დან წასვლის შემთხვევაში, რამოსი შესაძლოა მშობლიურ „სევილიაში“ დაბრუნდეს და კარიერაც ანდალუსიაში დაასრულოს.
- 3 თებერვალი 2022
- 3 725
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.