ზიდანი:„„რეალში“ დაბრუნებაზე მომავალში ვიფიქრებ“
ზინედინ ზიდანს მომავალთან დაკავშირებით ჰკითხეს...
„ჩემს ირგვლივ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ნოემბერშიც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ სეზონის ბოლომდე არსად მუშაობას არ ვაპირებ.“
„ახლა კვლავ ვისვენებ და სამომავლო გეგმებს ვსახავ, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ნაყოფიერი.“
„აუდიენცია მსურველ კლუბებთან? ეს ბუნებრივი პროცესია, მე ნებისმიერ შემოთავაზებას პატივს ვცემ.“
„„რეალი“ ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იქნება, რადგან ამ კლუბთან ერთად ისტორია დავწერე. დღემდე მადრიდში ვცხოვრობ და აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. „ბლანკოსის“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნება? შემიძლია დავადასტურო, რომ მომავალში ამაზე ვიფიქრებ. ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და მჯერა, რომ ფეხურთში კიდევ დიდხანს დავრჩები.“
- 3 თებერვალი 2022
- 3 596
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.