„რეალი“ და „ბარსელონა“ „ინტერის“ ლიდერისთვის იბრძოლებენ
ესპანური და იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“ მილანის „ინტერის“ ლიდერისთვის იბრძოლებენ...
საქმე ეხება მარსელო ბროზოვიჩს, რომელიც „შავ-ლურჯებთან“ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, მოქმედ ხელშეკრულებას კი ვადა 30 ივნისს ეწურება. ნახევარმცველი სერია „ა“-ში მართლაც თვალსაჩინო ფეხბურთელია და მისი უფასოდ დამატების პერსპექტივა ნებისმიერი გუნდისთვის საინტერესო უნდა იყოს.
ბროზოვიჩი ძალიან მოსწონს ჩავის და თვლის, რომ მისი უფასო დამატება „ბარსელონაში“ არსებული კრიზისის ფონზე შესანიშნავი გამოსავალი იქნება, კარლო ანჩელოტი კი მარსელოს ძალიან გამოცდილ და საიმედო მოთამაშედ მიიჩნევს, „ბლანკოსი“ მისთვის 3 ან 4 წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს.
ხორვატმა ფეხბურთელმა ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 6-იდან 6 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლის გატანა და ასევე 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, სერია „ა“-ში კი 22 ჩატარებული მატჩით და 1 საგოლე გადაცემით იწონებს თავს.
- 3 თებერვალი 2022
- 1 059
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.