„ბილბაოსთან“ მატჩისთვის მზადება დასრულებულია

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ლა კოპას“ 1/4 ფინალისთვის მზადება დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იყვნენ ბრაზილიელებიც, თუმცა მათ მეტწილად სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს და მწვანე მინდორზე სულ მცირე ხანი გამოჩნდნენ...

კარლო ანჩელოტიმ გუნდში ბოლო რჩევა-დარიგებები გასცა. სრულფასოვნად კვლავ არ უვარჯიშია კარიმ ბენზემას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი თამაში „ბილბაოს“ წინააღმდეგ საეჭვოა.

მენდი აღდგენით პროცესს განაგრძობს, დანიელ კარვახალი კი 100%-ით მზად არის.

სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს.

შეგახსენებათ, 1/4 ფინალური დაპირისპირება 3 თებერვალს ესპანეთის დროით 21:30 საათზე (თბილისის დროით 00:30 საათი) აიღებს სტარტს.

  • Hala
  • 2 თებერვალი 2022
  • 530
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (68)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)