ანჩელოტი: „ვინი და როდრიგო არიან 20 წლის და არა ჩემსავით 60-ის“
„ატლეტიკთან“ სათასო დაპირისპირების წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
„ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გველოდება „სან მამესზე,“ სადაც ყოველთვის დიდებული ატმოსფერო სუფევს. მიმდინარე სეზონში მათ წინააღმდეგ არა ერთხელ მოგვიწია ასპარეზობა და ყველა შემთხვევაში წარმატებით გავართვით თავი დასკირებულ ამოცანას. საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ შესაძლებლობები.“
„ამ მომენტისთვის ბენზემასთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი. განვლილი დღეების განმავლობაში ფრანგი თავდამსხმელი ინდივიდუალური პროგრამით ირჯებოდა.
დღევანდელ სესიაზე კარიმი თანაგუნდელების გვერდით იქნება და აღნიშნულის დასრულების შემდეგ, ექიმებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ცხადია, რისკზე წასვლას გეგმებში არ შედის.“
დღევანდელ სესიაზე კარიმი თანაგუნდელების გვერდით იქნება და აღნიშნულის დასრულების შემდეგ, ექიმებზე დაყრდნობით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ცხადია, რისკზე წასვლას გეგმებში არ შედის.“
„ჩვენ დავაკვირდებით იმ მოთამაშეებს, რომლებიც სანაკრებო ბატალიებში იყვნენ ჩართულნი. ყველაფერი დასკვნით ვარჯიშზე გაირკვევა. თუ რომელიმე დაღლილია, მეორე ნახევრიდან მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. კაზემირო დიდი დოზით არ ყოფილა საქმეში.“
„ლუნინი თუ კურტუა? ჯერ არ გადამიწყვეტია, ვინ დაიცავს გუნდის კარს ბილბაოში. ანდრეის ლა ლიგის პაექრობებშიც ძალუძს ბურთაობა.“
„ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალი არ არის, გარკვეულ რისკზე რომ წავიდეთ. რა თქმა უნდა, ჯერ პარიზელებთან შერკინებაზე არ ვფიქრობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბენზემა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვა მოედანზე, თუ თავს კარგად იგრძნობს.“
„ადრეც ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ ვაპირებდით აქტიურობას. ზაფხულამდე საკმაოდ შორია და ახალ მოთამაშეებზე საუბარი აზრს მოკლებულია.“
„სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია ჩემს სამწვრთნელო ლიცენზიასთან დაკავშირებით, ეს არ არის ჭორი და ვადასტურებ, თუმცა ესპანეთის სამწვრთნელო ასოციაციამ დახმარება გამიწია. მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. მე ოქტომრის თვეში გავიარე შესაბამისი კურსი.“
„რაც შეეხება მარცხენა ფრთას, ორი ვარიანტი გვაქვს, ალაბასა და ნაჩოს სახით. ჯერ კიდევ ფიქრის პროცესში ვართ. ესპანელი უფრო დაცვითი ფუნქციების მოთამაშეა, ხოლო ავსტრიელი გაცილებით მრავალფეროვანი.“
„არ გამოვრიცხავ, აზარი და ბეილი საწყისი წუთებიდან გაისარჯნონ, ვინაიდან საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ, მწყობრშია ასენსიოც. ამასთანავე, დაბრუნდნენ ვინისიუსი და როდრიგო. ისინი არიან 20 წლის და არა ჩემსავით 60-ის. მათ მალევე შეუძლიათ ენერგიისა და ძალების აღდგენა.“
„კარვახალი კარგად გრძნობს თავს. მას ბევრი არ უვარჯიშია, თუმცა მზადყოფნაშია.“
- 2 თებერვალი 2022
- 2 653
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.