”ბენფიკა” თავის ლიდერებს არ გაყიდის
ფაბიო კოენტრაო და დავიდ ლუიზი ”ბენფიკაში” რჩებიან.
დი მარიას ”რეალში” გადასვლის შემდეგ, ”ბენფიკა” აღარ აპირებს თავიანთი გუნდის ლიდერების გაყიდვას, რათა გუნდმა მომდევნო სეზონში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეძლოს. მიუხედავად ამისა ”რეალი” კვლავ ცდილობს კოენტრაოს და დავიდ ლუიზის გადმოპირებას.
პორტუგალიური გაზეთის A Bola-ს ცნობით, ”ბენფიკა” არ აპირებს ამ ორი ფეხბურთელის გაშვებას, რადგან ისინი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ეს ორი მცველი ძალზედ კარგად გამოიყურებიან, ამიტომაც გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ამ ფეხბურთელებით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ. მათი შეძენა ”მანჩესტერ სიტის,” ”ბაიერნს” და ”რეალს” სურთ.თუმცა ”ბენფიკას” მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ხესუსმა ხელმძვანელობას სთხოვა, რომ არ გაუშვან ეს ფეხბურთელები გუნდიდან. დავიდ ლუიზს და კოენტრაოს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ, რადგან ისინი გუნდში დიდხანს დარჩნენ.
წინა წელს ”ბენფიკამ” მოახერხა და მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი. პორტუგალიური კლუბისთვის ეს ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო სეზონი იყო. მათ კვლავ სურთ, რომ იყვნენ კონკურენტუნარიანები.
ასე, რომ მადრიდში შეუძლიათ უკვე აღარ იფიქრონ დავიდ ლუისის ტრანსფერზე. ბრაზილელი მცველი მაიკონის ალტერნატივა იყო. კოენტრაო კი მოურინიოს მარსელოს შემცვლელად მიაჩნია. მიუხედავად ამისა ჟოზე კვლავ განაგრძობს დაკვირვებას ამ ორ ფეხბურთელზე და არა გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონში ისინი ”ბლანკოსში” ვიხილოთ.
წყარო:defensacentral.com
- 18 ივლისი 2010
- 1 460
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.