დატვირთული კალენდარი - 6 მატჩი თებერვალში

მიმდინარე თვე სამეფო კლუბისათვის მეტად დაძაბული და მატჩებით დახუნძლული იქნება. ფაქტობრივად, ანჩელოტის შეგირდებს ყოველ მე-3 დღეს მოუწევთ მოედანზე გასვლა.

„ბლანკოსი“ საფეხბურთო თებერვალს „ატლეტიკთან“ სათასო დაპირისპირებით გახსნის. აღნიშნული პაექრობა ხვალ გაიმართება (თბილისის დროით 4 თებერვალს, 00:30 საათზე) და იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელებმა მოახერხეს ბასკების ბარიერის დაძლევა, მათ კალენდარში დამატებით 2 შეხვედრა ჩაინიშნება. „ლა კოპას“ ნახევარფინალური სტადიის პირველი დუელის გამართვა 9-10 თებერვალს არის დაგეგმილი.

5 თებერვალს, „თეთრები“ „გრანადას“ უმასპინძლებენ „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ხოლო 12 თებერვალს, „ვილიარეალს“ ესტუმრებიან, რასაც რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის განახლება და საფრანგეთის დედაქალაქში „პსჟ“-სთან ჯახი მოჰყვება (15 თებერვალს).

19 თებერვალს, მადრიდელები „ალავესს“ მიიღებენ შინ, ხოლო თვის ბოლო მატჩში კი „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდებიან (26-27 თებერვალი).


1

2 თებერვალი 2022 12:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 495
Dges gvian ari xo tamashi realis

2

2 თებერვალი 2022 12:38

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32 656
  • |
  • კომენტარები: 272
ხვალ არის თამაში, ჩვენი დროით 00:30 საათზე ამუ ჩვენთან უკვე 4 თებერვალი, ისე 3-შია
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

2 თებერვალი 2022 12:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხვალინდელი ერთი 7 კუშს ხოვერმეტყვით

4

2 თებერვალი 2022 14:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 061
ციტატა: Ala 21_11
ხვალინდელი ერთი 7 კუშს ხოვერმეტყვით

მე ვფიქრობ რამე კაი თამაშები ვნახო 2.5-3 კუში იყოს შენ კიდე 7 კუშს ეძებ
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 7
3 იამალი 7
4 კამელიო 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (68)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)