ანჩელოტი გუტიერესს განიხილავდა, მაგრამ ფეხბურთელს კოვიდი დაუდასტურდა
კარლო ანჩელოტი „ბილბაოსთან“ დაპირისპირების წინ საგონებელშია ჩავარდნილი. იტალიელი სპეციალისტი ვერ ხვდება რა გააკეთოს დაცვის მარცხენა ფრთაზე...
არსებული ინფორმაციით, „ბლანკოსის“ დამრიგებელი მარცხნივ მიგელ გუტიერესს განიხილავდა, ვინაიდან მარსელო და ფერლან მენდის ხელმისაწვდომები არ არიან.
ასევე დადასტურდა, რომ მიგელს კოვიდ 19 აღენიშნება, შესაბამისად „სან მამესზე“ მისი გამოყენებაც ვერ მოხერხდება.
ამ ეტაპზე კარლიტოს ორი გეგმა აქვს. პირველი ვარიანტის მიხედვით, დავიდ ალაბა მარცხნივ გადავა, ხოლო მილიტაოს ნაჩო შეუწყვილდება, მეორეს ვარიანტის მიხედვით კი კარლიტო დაცვის ცენტრს არ შეცვლის და ნაჩეტეს მარცხენა ფლანგზე მიუჩენს ადგილს.
- 2 თებერვალი 2022
- 483
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.