კარვახალი-მენდის წყევლა გრძელდება
სეზონის ერთ-ერთ ყველაზე გადაწმყვეტ ეტაპს, სამეფო კლუბი საკადრო პრობლემებით ხვდება.
ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე, „რეალს“ მეტად მნიშვნელოვანი პაექრობის გამართვა მოუწევს „კოპა დელ რეიზე.“ მადრიდელები „ატლეტიკის“ წინააღმდეგ შეეცდებიან ტურნირის ნახევარფინალური საგზურის მოპოვებას.
კარლო ანჩელოტი დიდ სირთულეებს აწყდება მოახლოვებული პაექრობისთვის. მას, ფაქტობრივად, არ ეყოლება ოპტიმალური თერთმეტეული ბასკებთან შეხვედრაში. როგორც ცნობილია, კორონა ვირუსის დამარცხების შემდეგ, მოედანზე დაბრუნდება დანიელ კარვახალი, თუმცა ტრავმის გამო, თამაშს ვერ შეძლებს ფერლან მენდი.
მიმდინარე სეზონში „რეალმა“ 32 ჯახი გამართა და აქედან მხოლოდ 10 შემთხვევაში იასპარეზა ერთად ესპანელი და ფრანგი განაპირა მცველების წყვილმა. როდესაც ისინი საქმეში არიან, კლუბის სტატისტიკა პოზიტიურია - 9 მოგება და 1 ფრე.
სხვადასხვა მატჩებში, იტალიელი სპეციალისტი ალაბას, გუტიერესის, ნაჩოსა და მარსელოს მეშვეობით ცდილობდა მენდის დანაკლისის შევსებას, ხოლო მარჯვენა ფრთაზე, კარვახალის ნაცვლად, ვასკესსა და ვალვერდეს ეძლეოდათ თავის გამოჩენის საშუალება.
წლეულს, პირველად, მათი ტანდემი 27 ოქტომბერს, „ოსასუნასთან“ დაპირისპირებაში შედგა, ხოლო უკანასკნელი რამდენიმე კვირის წინ, „ბარსელონასთან.“
მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ფერლანი პარიზელებთან მატჩამდე მოახერხებს მწყობრში ჩადგომას.
MARCA
- 2 თებერვალი 2022
- 712
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.