კარვახალი: „მისი პროგრესით მოხარულნი ვართ“
დანიელ კარვახალმა რადიოსადგურ Onda Cero-ს კითხვებს უპასუხა.
„კლუბი ყველაფერს სწორად აკეთებს. ჩვენ გვყავს კონკურენტუნარიანი შემადგენლობა, რაც სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს.“
„დიდი სიამოვნება მივიღე ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური დაპირისპირებით. რაფაელ ნადალი უბრალოდ წარმოუდგენელი და შთამბეჭდავი იყო.“
„რომ ვიცოდე ხშირი ტრავმიანობის მიზეზი, აუცილებლად გავილაშქრებდი მის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება. ცხადია, ლაზარეთში ყოფნა მეტად მოქმედებს ფეხბურთელის ხასიათზე, რომელსაც უყვარს თავისი საქმე.“
„სერხიოს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე. ნამდვილად მესმის მისი. შენ ახერხებ გამოჯანმრთელებას, ბრუნდება მოედანზე, მაგრამ შემდეგ ისევ უკან გიწევს დახევა, რაც ძალიან რთულია. რამოსი ბრძოლისუნარიანი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, მალე მოიტოვებს პრობლემებს. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც სირთულეების შექმნა შეუძლია ჩვენთვის. ვიმედოვნებ, ორივე მოვახერხებთ დუელში მონაწილეობის მიღებას.“
„პარიზელებთან დაპირისპირება ნიშანდობლივია, თუმცა მანამდე „ატლეტიკთან“ მოგვიწევს საკმაოდ რთული ორთაბრძოლის ჩატარება. ბასკები დიდი მონდომებით ემზადებიან და აქამდე არნახულ წინააღმდეგობას გვპირდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია ყველა ტურნირის მოგება.“
„ლა ლიგაზე ჯერ არაფერი დასრულება. „სევილია“ ბოლომდე ეცდება პირველობის მოპოვებას. გამარჯვება ფანტასტიკური მოვლენა იქნება.“
„დიახ, ანჩელოტის პირობებში ყველაფერი გაცილებით მარტივია. იტალიელი დამრიგებელი 100 პროცენტით გამჭირვალე, ზრდილობიანი და კეთილი ადამიანია. მწვრთნელის მოვალეობეაა გადაწყვეტილების მიღება. ის ყოველთვის ცდილობს ჰარმონიის შექმნას. სწორედ ამიტომ ყველას ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება.“
„მბაპე ძალიან კარგი მოთამაშეა. მას კონტრაქტი ეწურება ამჟამინდელ კლუბთან და შესაძლებელია, ჩვენი თანაგუნდელი გახდეს. ახლა ამაზე საუბარი არ იქნება სწორი.“
„ვერ გეტყვით, რა გარდასახვა მოხდა ვინისიუსში. მას ლომის წვლილი შეაქვს „რეალის“ წარმატებაში. ყველანი მოხარულნი ვართ ვინის პროგრესით.“
AS
- 2 თებერვალი 2022
- 611
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.