მილიტაოს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან
23 წლის ფეხბურთელის ბურთაობა, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, ევროპული კლუბებისათვის თვალშისაცემია.
გავრცელებული ინფორმაციით, მილიტაოს შესაძლებლობებისადმი დიდ ინტერესს გამოხატავს „ჩელსის“ თავკაცი. გამომდინარე იქედან, რომ „არისტოკრატების“ რიგებს ზაფხულში დატოვებენ კრისტიანსენი და რუდიგერი, ტუხელი უკანა ხაზის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ლონდონელები ჯერ კიდევ 2019 წელს ცდილობდნენ ედერის გაფორმებას, თუმცა „რეალმა“ ის არავის დაუთმო, გადაუხადა რა კოლოსალური თანხა (50 მილიონი) „პორტუს.“
მილიტაოს 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს მოქმედი კონტრაქტი მადრიდულ გრანდთან. ინგლისელები იმედოვნებენ, მის გადაბირებას, სასურველი შეთავაზების შემთხვევაში მოახერხებენ, ვინაიდან, ამ მომენტისათვის, მოთამაშის ყოველწლიური ანაზღაურება მხოლოდ 3 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია შემადგენლობაში.
თავის მხვრივ, „თეთრების“ გეგმებში ნამდვილად არ შედის სამხრეთ ამერიკელის გასხვისება. ედერი ანჩელოტის ფორმაციის კოლექტივის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერი ფასი 60 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.
AS
- 2 თებერვალი 2022
- 576
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.