რეგილონი „რეალის“ რადარზე ისევ გამოჩნდა

2022 წლის 31 აგვისტომდე მადრიდის „რეალს“ სერხიო რეგილონის უკან დაბრუნების შანსი აქვს, ვინაიდან „ტოტენჰემთან“ შეთანხმებაში დევს პუნქტი, რომელიც „ბლანკოსს“ საკუთარ გადაწყვეტილებაში არ ზღუდავს...

კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში რეგილონი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდება, ეს თანხა კი 45 მილიონი ევროა. 2020 წელს ლონდონურმა კლუბმა „ბლანკოსს“ 40 მილიონი გადაუხადა. გამოდის, რომ რეგილონის დამატება 5 მილიონად არის შესაძლებელი, თანაც იმ ფონზე, რომ მას კიდევ უფრო დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული.

ფაქტია, რომ მარსელოს შემცვლელი გუნდში მოსაძებნია. ასევე აღსანიშნავია ფერლან მენდის ტრავმიანობა და ის პრობლემები, რომელიც მარცხენა ფლანგზე ხშირად იჩენს თავს.

პერესი ამ საკითხზე სერიოზულად ფიქრობს და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. რეგილონის გარდა მადრიდში „ლაიფციგელ“ ანხელინოსა და ვალენსიელ გაიაზეც ფიქრობენ, რომელმაც უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა.

რაც შეეხება რეგილონის სტატისტიკას „ტოტენჰემში“. მხოლოდ ამ სეზონში ესპანელმა პრემიერლიგაში უკვე 18 მატჩი გამართა, სადაც 1 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ის „ტოტენჰემის“ მატჩების 85%-ში ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და საერთო წუთების 76% მოედანზე გაატარა.

  • Hala
  • 1 თებერვალი 2022
  • 595
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)