"ბრემენი" იოზილს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს
გერმანელმა ახალგაზრდამ ეს მუნდიალი მაღალ დონეზე ჩაატარა, რის შედეგაც მისით ბევრი ევროპული გრანდი დაინტერესდნენ, მათ შორის არის მადრიდის 'რეალიც". "სამეფო კლუბს" ახლა უფრო მეტი შანსი აქვს იოზილის შესაძენად, რადგან "ბრემენის" განცხადებით, იოზის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ.
გერმანული კლუბი იოზილს კონტრაქტის გახანგრძლივებას კიდევ 2 წლით სთავაზობდა, მაგრამ გერმანელმა კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა. მან სთხოვა მის აგენტებს მოუსმინონ ყველა შეთავაზებებს, რომლებსაც "სამეფო კლუბიდან' მიიღებენ. თუ იოზილი "რეალში" გადმოვა, მაშინ გუნდში პრობლემები შეიქმენება, რადგან ისეთ პოზიციაზე, რომელზეც იოზილი თამაშობს, "რეალს" ჰყავს რიკარდო კაკა, რაფაელ ვან დერ ვაარტი და ახლად შენაძენი სერხიო კანალესი, ამ შემთხევაში გუნდი იძულებული გახდება გაანთავისუფლოს აღნიშნული ფეხბურთელებიდან ერთ–ერთი. ამ გადაწყვეტილებას "ბლანკოსის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიღებს. ჟოზემ მის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კაკა გუნდის ლიდერი გახდება და რომ ის ძირითადში ითამაშებს,
იოზილის შესაძენად "ინტერიც" იბრძოლებს, იტალიელები გერმანელს წელიწადში ხელფასის სახით 1.3 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 18 ივლისი 2010
- 1 661
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.