ფერლან მენდი ტრავმირებულია
მადრიდის „რეალს“ ფერლან მენდი გამოაკლდა. სამწუხაროდ, „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაში ფრანგი განაპირა მცველი ხელმისაწვდომი არ იქნება. ასევე ცნობილია, რომ ის ვერც ლა ლიგაში ითამაშებს „გრანადასა“ და „ვილიარეალის“ წინააღმდეგ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ხანი გაუცდება ფერლანს და შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „პსჟ“-ს წინააღმდეგ მოედანზე გასვლას, თუმცა სამეფო თასზე მარსელოს პრობლემაც არის, ვინაიდან მას დისკვალიფიკაცია აქვს.
ანჩელოტი საგონებელშია ჩავარდნილი, მან მარცხენა ფლანგზე ან ნაჩო ფერნანდესი უნდა დააყენოს, ან ალაბა და ნაჩეტე მილიტაოს შეუწყვილოს.
ფაქტია, რომ სხვა პრობლემებთან ერთად იტალიელის სპეციალისტს მენდის არყოფნან დაემატა.
- 31 იანვარი 2022
- 889
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.