„რეალი“ გრავენბერხს არ ივიწყებს და ჩუამენის ალტერნატივად განიხილავს
მადრიდის „რეალი“ კაზემიროს შემცვლელზე აქტიურად მუშაობს. ფლორენტინო პერესი ბრაზილიელი მოთამაშის ალტერნატივად აურელიენ ჩუამენის განიხილავს, თუმცა არსებობს გეგმა „ბ“, რომელიც „აიაქსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავს რაიან გრავენბერხს უკავშირდება...
გრავენბერხი ნიდერლანდების ჩემპიონატში შესანიშნავად გამოდის და ამსტერდამული კლუბის შეუცვლელ წევრად ითვლება, მისი პროგრესი ამ სეზონში მართლაც აშკარა და თვალნათლივია.
2022 წელს დაბადებულ მოთამაშეს „აიაქსთან“ ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება, მადრიდში კი მას დიდ პატივს სცემენ.
იმ შემთხვევაში, თუ „მონაკო“ პოზიციას არ შეარბილებს და მოთხოვნილ 80 მილიონ ევროს მნიშვნელოვნად არ შეამცირებს, „ბლანკოსი“ მოლაპარაკებებს აღარ განაგრძობს და გეზს ნიდერლანდებისკენ აიღებს.
გრავენბერხის ფასი ამ ეტაპზე 30-იდან 35 მილიონ ევრომდე მერყეობს, მისი აგენტი კი ყველასათვის კარგად ცნობილი მინო რაიოლა გახლავთ.
- 30 იანვარი 2022
- 587
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.