„რეალმა“ მორიგი ვარჯიში დაასრულა
ანჩელოტიმ მადრიდელი ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეკრიბა და მორიგი სესია გამართა...
ნაკრებში გამოძახებული ბრაზილიელები წვრთნას კვლავ არ დასწრებიან, ისევე როგორც ფედერიკო ვალვერდე.
დღევანდელ ვარჯიშზე იტალიელმა სპეციალისტმა დიდი ყურადღება დაუთმო მოკლე სივრცეში ზუსტ და კომბინაციურ თამაშს, ასევე ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და ბურთის ფლობის კომპონენტს.
ლუკა მოდრიჩი და მარიანო დიასი მოედანზე ვარჯიშობდნენ, თუმცა მათ ინდივიდუალური პროგრამა ჰქონდათ, ხოლო მენდი, ბენზემა, ვალიეხო, კარვახალი და ასენსიო სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ.
- 28 იანვარი 2022
- 619
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.