ანტონიო ბლანკოს ლა ლიგაში 4 მსურველი ჰყავს
ანტონიო ბლანკო, რომელიც სეზონის სტარტზე საკმაოდ იმედისმომცემ სიტუაციაში იყო, კარლო ანჩელოტიმ საერთოდ დაივიწყა. ესპანელი ნიჭიერი მოთამაშე მეტწილად განაცხადშიც ვერ ხვდება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ბლანკომ თავად დაიწყო ზრუნვა მომავალზე და სურს, რომ იჯარის წესით სხვა კლუბში ითამაშოს.
მაღალი ალბათობით, ფლორენტინო პერესი მომდევნო ზაფხულს მას მინიმუმ 1 წლით გაასხვისებს, მსურველები კი საკმაოდ მრავლად არიან.
ლა ლიგის 4 გუნდი „ვილიარეალის“, „სელტას“, „ვალენსიას“ და „ხეტაფეს“ სახით მოთამაშის იჯარით ინტერესდება, არჩევანს კი სავარაუდოდ თავად მოთამაშე და კარლო ანჩელოტი გააკეთებენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ახალგაზრდა ნახევარმცველის გარშემო.
- 28 იანვარი 2022
- 721
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.