3 წლის გეგმა - „რეალი“ ტრანსფერებში 700 მილიონს დახარჯავს!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ბოლო საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში მადრიდის „რეალში“ გასაოცარ ცვლილებებს გეგმავს...
ის, რომ კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი და სხვები „ბლანკოსის“ რადარზე არიან ახალი არ არის, მაგრამ პერესი 3 წლიან გეგმაზე მუშაობს, სადაც გუნდის დანახარჯი ტრანსფერებში დაახლოებით 700 მილიონი ევრო იქნება. ფლორენტინოს კიდევ ერთი „გალაქტიკოს“ შექმნა, ბევრი ტიტულის მოგება და ისე წასვლა სურს.
ის, რომ პერესმა ისტორია უკვე დაწერა ფაქტია, თუმცა როგორც სჩანს, პრეზიდენტობის ბოლო წლებში მას კიდევ უფრო მეტის მიღწევა სურს და ამისთვის ფინანსურ რესურსს არ დაიშურებს.
უკვე ცნობილია, რომ გუნდის ხელმძღვანელმა ამერიკულ კომპანია „Legends“-თან მეგა კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კლუბის შემოსავალი წლიურად 400 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც „რეალის“ თვითღირებულებას სულ მოკლე პერსპექტივაში მნიშვნელოვნად გაზრდის.
3 წლიანი გეგმის მიხედვით, ფლორენტინო გუნდის სრულ გადახალისებას აპირებს, პრეზიდენტმა იცის, რომ მხოლოდ მბაპეს და ჰოლანდის დამატება საკმარისი არ იქნება, ვინაიდან გუნდიდან 2023 წელს მოდრიჩი წავა, ამავე წელს იგეგმება კროოსის კარიერის დასრულება, თუმცა მასთან თანამშრომლობა შესაძლოა 2024 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდეს. ასაკი ემატება კარიმ ბენზემასაც და მადრიდში მასზე გათვლას სწორედ 2024 წლის ზაფხულამდე გააკეთებენ.
ამ პერიოდში „ასაკოვანთა კატეგორიაში“ გადავა კაზემირო და კარვახალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომდევნო 3 წელიწადში სრულიად სახეცვლილი „რეალი“ უნდა ვიხილოთ, პერესი კი გუნდში ახალი „ვარსკვლავთცვენის“ შექმნას გეგმავს.
- 28 იანვარი 2022
- 2 002
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.