„რეალმა“ კვირის მეორე ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა დღეს კვირის მეორე ვარჯიში გამართეს. კარლო ანჩელოტის გუნდი „ბილბაოსთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება, რომელიც 3 თებერვალს უნდა შედგეს...
როდრიგო, ვინისიუსი, მილიტაო, კაზემირო და ფედერიკო ვალვერდე გუნდთან ერთად არ არიან, რასაც სანაკრებო პაუზა განაპირობებს, დანარჩენი ფეხბურთელები კი იტალიელი სპეციალისტის დავალებებს ასრულებენ.
დღევანდელ ვარჯიშზე ასენსიო და მარიანო ბურთთან მარტო ვარჯიშობდნენ, ბენზემა, მოდრიჩი, მენდი, კარვახალი და ნაჩო კი სატრენაჟორო დარბაზში.
აღსანიშნავია, რომ ფიზ.მომზადებული სპეციალისტმა დღეს მოთამაშეები სპეციალური ეკიპირებით ავარჯიშა. ანტონიო პინტუსმა დღეს ჰიპოქსიის ნიღბები გამოიყენა.
- 27 იანვარი 2022
- 501
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.