„რეალმა“ სუპერ შეთანხმებას მიაღწია - 400 მილიონი ევრო!
მადრიდის „რეალმა“ სუპერ შეთანხმებას მიაღწია. სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია ჯერ არ დასრულებულია, თუმცა ამ არენამ „ბლანკოსისთვის“ დიდი შემოსავლის მოტანა უკვე დაიწყო...
ფლორენტინო პერესი ამერიკულ კომპანიასთან - „Legends“ მეგა კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომელიც სამეფო კლუბს ყოველწლიურად 400 მილიონ ევრომდე მოუტანს.
ამ შეთანხმებით, „ბლანკოსი“ აიღებს ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც, ზემოაღნიშნულ კომპანიას სანტიაგო ბერნაბეუს არენაზე სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
შეთანხმებაში ასევე იქნება პუნქტი „რეალის“ საშინაო მატჩებთან დაკავშირებით. კომპანია ვერცერთ „ივენთს“ ვერ დაგეგმავს იმ თარიღებში, როდესაც „მერენგებს“ საშინაო მატჩები ექნებათ ჩასატარებელი.
კონტრაქტის ვადა მონახაზის მიხედვით 25 წელი იქნება, თუმცა მხარეებს 10 წელიწადში ერთხელ პირობების გადახედვა შეეძლებათ.
- 27 იანვარი 2022
- 9 327
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.