ტონი კროოსი:„უკვე ვიცი, რომელ კლუბში დავასრულებ კარიერას“
ტონი კროოსმა ჟურნალისტებთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელმა ისაუბრა საკუთარ კარიერაზე, სერხიო რამოსის წინააღმდეგ თამაშზე, კილიან მბაპესა და სხვა ძალიან აქტუალურ საკითხებზე...
„როგორც მე, ასევე მთელი ჩემი ოჯახი მადრიდში ბედნიერები ვართ. ვფიქრობ, აქ დიდხანს დავრჩები და ვიცხოვრებ. კარიერის დასრულებას „რეალში“ ვაპირებ და ეს ხელმძღვანელობამ იცის.“
„რამოსის წინააღმდეგ თამაში უცნაური იქნება. ის „რეალის“ რიგითი წევრი არ იყო, ის კაპიტანი გახლდათ. როდესაც სერხიოს ვნახავ, აუცილებლად ვეტყვი, რომ მადრიდში ყველას ენატრება.“
„„ბარსელონას“ ბევრ თამაშს არ ვუყურებ, შესაბამისად არ ვიცი, უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, თუ არა კატალონიური კლუბი ჩავის მმართველობის ეპოქაში.“
„საიდუმლო არ არის, რომ მბაპეს „რეალი“ უყვარს. ზუსტად ვიცი, ის სამეფო კლუბში დიდ წარმატებას მიაღწევს, თუმცა ახლა „პსჟ“-ს ღირსებას იცავს და არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები.“
- 27 იანვარი 2022
- 2 628
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.