რა ხდება ბენზემას გარეშე?
მოდრიჩისა და მილიტაოს გოლების წყალობით, „რეალი“ სამარცხვინო მარცხს გადაურჩა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“ „ელჩესთან“ დაპირისპირებაში დაფიქსირებული ყაიმის გამო, დედაქალაქელებმა „სევილიასთან“ სხვაობა 6 ქულამდე ვერ გაზარდეს.
განვლილი შეხვედრის 56-ე წუთზე, კარიმ ბენზემამ ცვლილება მოითხოვა. ფრანგმა თავდამსხმელმა კუნთის პრობლემიდან გამომდინარე თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მის ნაცვლად მატჩის მიმდინარეობაში იოვიჩი ჩაერთო. ამ უკანასკნელმა კი ბოძებული 38 წუთი მეტად უხეიროდ გამოიყენა - არცერთი დარტყმა, მხოლოდ 5 წარმატებული გადაცემა, ხოლო თითო-თითოჯერ ბურთის დაკარგვა/დაბრუნება.
არადა, სერბმა ფორვარდმა დიდი განაცხადი გააკეთა სან-სებასტიანში, როდესაც ასევე ტრავმირებული კარიმის ნაცვლად გავიდა მოედანზე. მაშინ, ლუკამ გოლი და ასისტი ჩაიწერა აქტივში, რაც გამარჯვების გზაზე მნიშვნელოვანი გამოდგა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ერთჯერადი აქცია იყო „აინტრახტის“ ყოფილი ლიდერისგან.
სტატისტიკის მიხედვით, „ცხრიანს“ სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს გუნდში. მიმდინარე სეზონში იოვიჩმა და მარიანომ 612 წუთი გაატარეს საქმეში და მონაგარი საკმაოდ მწირია - 1 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე გადაცემა. მაშინ როდესაც, ბენზემა 24 გოლითა და 10 ასისტით შემადგენლობის მთავარი დამრტყმელი ძალაა.
- 27 იანვარი 2022
- 1 519
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.