ლოპეტეგი ისკოს ტრანსფერზე პირადად მუშაობს
ცნობილია, რომ ხულიენ ლოპეტეგი ისკო ალარკონის შესაძლებლობების დიდი თაყვანისმცმველია. ესპანელ სპეციალისტს მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ძალიან მოსწონს...
ესპანეთის ნაკრების სათავეში ყოფნის დროს, ლოპეტეგი ისკოს დიდ ნდობას უცხადებდა, ასე იყო „რეალის“ რამდენიმეთვიან ეპოქაშიც.
ახლა კი ხულიენი „სევილიას“ მწვრთნელის რანგში ცდილობს ფეხბურთელის დაყოლიებას და ტრანსფერის დასრულებას.
ლოპეტეგის აზრით, ალარკონი ანდალუსიურ კლუბს შესანიშნავად მოერგება და რესურსს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ესპანური გამოცემების ცნობით, „სევილიას“ თავკაცი ისკოსთან თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს და ფეხბურთელის დასაყოლიებლად ყველაფერს აკეთებს.
- 26 იანვარი 2022
- 711
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.