როდრიგო:„„რეალში“ დიდხანს დარჩენა მსურს“
როდრიგო გოეში ბრაზილიის ნაკრებს შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...
„ანჩელოტი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელიც ძალიან ბევრს მესაუბრება და ცდილობს, ჩემგან გაცილებით კარგი ფეხბურთელი მიიღოს. მე ვიღებ შექებას და ასევე კონსტრუქციულ კრიტიკას. იტალიელი ყოველთვის მესაუბრება დადებით და უარყოფით თვისებებზე.“
„„ბლანკოსის“ ყველა მწვრთნელი ჩემთვის საინტერესო იყო. მიხარია, რომ მადრიდელი ვარ და ყველას დიდ მადლობას ვუხდი.“
„ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება მსურს. ბრაზილიის გუნდში თამაში ნებისმიერ თანამემამულეს სურს. მჯერა, რომ გარდამტეხი მომენტი სწორედ ახლა დადგება და მწვრთნელის ნდობის მოპოვებას შევძლებ.“
„თუ კარგად ვითამაშებ, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების დახმარების საშუალება მექნება, ამის მჯერა.“
„ყველა ასპექტის გაუმჯობესება შემიძლია. უფრო მეტის გატანა უნდა მოვახერხო, ასევე მეტი საგოლე გადაცემა და ეფექტი.“
„მადრიდის „რეალი“ ყველა ტურნირის ფავორიტია და ეს სავსებით ნორმალურად მიმაჩნია.“
„„პსჟ“-სთან დაპირისპირება ძალიან სანახაობრივი იქნება, ამის ღრმად მწამს. ვფიქრობ, ეს დაპირისპირება 1/8 ფინალის მომდევნო ეტაპებსაც დაამშვენებდა. პოჩეტინოს განკარგულებაში მსოფლიოს რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი იქნა. ჩვენ კოლექტიური ძალისხმევის გამოყენებას ვგეგმავთ.“
„ნეიმარი დიდებული ბრაზილიელია, მის წინააღმდეგ გაორმაგებული ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.“
„მბაპეს პროგრესი აშკარაა. ფრანგი ფეხბურთელი ყოველწლიურად უმატებს და უფროდაუფრო მიმზიდველი მოთამაშე ხდება.“
„მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ „რეალში“ უფრო დიდხანს დარჩება მსურს. მე შემეძლო „აიაქსში“ იჯარიტ წასვლა, მაგრამ მადრიდში დარჩენა ვარჩიე.“
„ვინისიუსთან და ბენზემასთან ერთად თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ფრანგის გამოცდილება მე და ვინის ძალიან გვეხმარება.“
„ვისურვებდი, რომ კარიმმა ოქროს ბურთის მოგება შეძლოს, ის ამას იმსახურებს.“
„მოდრიჩი მადრიდში ჩემი მამაა. დიახ, ლუკა მამაჩემზე მხოლოდ 1 წლით უფროსია.“
- 25 იანვარი 2022
- 1 674
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.