გადაწყვეტილება მიღებულია - „რეალმა“ ტრანსფერისთვის 65 მილიონი გაამზადა!
გერმანული „ბილდის“ და რამდენიმე ესპანური გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ „ლევერკუზენის“ ახალგაზრდა ვარსკვლავის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გაამზადა...
საუბარია ფლორიან ვირცზე, რომელიც მიმდინარე სეზონს საოცრად ატარებს. ახალგაზრდა ნახევარმცველის ანგარიშზე, „ლევერკუზენის“ რიგებში 24 დაპირისპირებაა, სადაც მან 8 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მას გერმანიის ჩემპიონატში კაი ჰავერცის მემკვიდრედ მიიჩნევენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსმა“ კონკურენცია იგრძნო და 65 მილიონი ევრო უკვე გაამზადა, რათა „სიტისთან“, „ბაიერნთან“ და კიდევ რამდენიმე კლუბთან შეჯიბრს გაუძლოს.
ფლორენტინო პერესი მომდევნო ზაფხულს ფლორიანისთვის ყველაფერს გააკეთებს. არსებული ინფორმაციით, „მერენგები“ ახალგაზრდა მოთამაშეს 6 წლიან კონტრაქტს და წლიურად 5.7 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
- 24 იანვარი 2022
- 4 720
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.