„რეალმა“ ბრაზილიის ფედერაციასთან შეთანხმებას მიაღწია
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ბრაზილიის ფეხბუღთის ფედერაციასთან შეთანხმებას მიაღწია...
შეთანხმების მიხედვით, მადრიდელი ფეხბურთელები, რომლებიც სამხრეთ-ამერიკული გუნდების რიგებს გაამაგრებენ, 2 თებერვლის მატჩის დასრულებისთანავე, ჩარტერული რეისით დაბრუნდებიან მადრიდში, რათა დასვენება მცირე დროით მაინც შეძლონ.
ეს გადაწყვეტილება იმას ემსახურება, რომ მოთამაშეები სამეფო თასის დაპირისპრებაში ანჩელოტის განკარგულებაში იყვნენ.
ძალიან მაღალი ალბათობით, „ბილბაოსთან“ მატჩს ის მოთამაშეები სასტარტო შემადგენლობაში არ დაიწყებენ, რომლებიც ბრაზილიას ბოლო მატჩში დაეხმარებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კარლიტოს მათი გამოყენება შეეძლება.
- 24 იანვარი 2022
- 1 290
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.