ვინისიუსმა უკვე 2 538 წუთი ითამაშა, შარშან კი სრულ სეზონში 2 722
ის, რომ ამ სეზონის ბოლოს ვინისიუს ჟუნიორი საკუთარ რეკორდს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფაქტია, თუმცა ამ სეზონში ბრაზილიელ მოთამაშეზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, რაზეც ციფრებიც მიუთითებს...
კარლო ანჩელოტის ფორმაციის „რეალში“ ვინის ანგარიშზე უკვე 30 ჩატარებული მატჩია, სადაც მან 2 538 წუთი გაატარა მოედანზე. იგივე შარშანდელ სეზონში ჟუნიორმა 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ჯამში 2 722 წუთი ჩაიწერა აქტივში, ვინაიდან მეტწილად შეცვლებზე გამოდიოდა.
ვინი ფაქტობრივად ყველა მატჩს თამაშობს. 21 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის 6 მატჩიდან ექვსივე სასტარტოში დაიწყო, ხოლო ლა ლიგის 22 მატჩიდან 20 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა და გუნდის საერთო დროის 82% აითვისა, მან ასევე ითამაშა ესპანეთის სუპერთასის 2 დაპირისპირებაში და სამეფო თასის ერთ პაექრობაში.
ფაქტია, რომ კარლო ვინისიუსს შეუცვლელ მოთამაშედ მიიჩნევს, ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ტიბო კურტუას ( 2 730 წუთი), მილიტაოს (2 734 წუთი) და დავიდ ალაბას (2 604 წუთი) შემდეგ ყველაზე მეტი დრო აქვს მინდორზე გატარებული.
- 23 იანვარი 2022
- 692
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.