ბუტრაგენიო:„იმედი მაქვს, ბენზემა ტრავმა სერიოზული არ არის“
ემილიო ბუტრაგენიომ „რეალისა“ და „ელჩეს“ დაპირისპირება შეაფასა...
„დიახ, ფრე არ არის მისაღები შედეგი, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე, ამ შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ჩვენმა გუნდმა მსაჯის საფინალო სასტვენამდე იბრძოლა და მეტოქეს 2 გოლი გაუტანა. დარწმუნებული ვარ, კიდევ მცირე დროის არსებობის შემთხვევაში გამარჯვებას მოვახერხებდით.“
„დიდი იმედი მაქვს, ბენზემას ტრავმა სერიოზული არ არის და ის მოედანზე დაბრუნებას დროულად შეძლებს. კარიმი ფუნდამენტური ფიგურაა, მის გარეშე გუნდის წარმოდგენა მიჭირს.“
- 23 იანვარი 2022
- 752
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.