აზარი:„ჩვენ კიდევ ერთ პენალტს ვიმსახურებდით“
ედენ აზარმა „ელჩესთან“ დაპირისპირება შეაფასა და განაცხადა, რომ „რეალისთვის“ თერთმეტმეტრიანის კიდევ ერთხელ დანიშვნა სურათს შეცვლიდა...
„0:2-ს ვაგებდით, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება შევძელით, რაც დიდი ბრძოლის შედეგი იყო. ჩემი აზრით, მსაჯს პენალტი უნდა დაედო, ამ მომენტზე დიდი დავა შეიძლება. მჯერა, რომ არბიტრი ვიდეო გამეორებას ნახავს და დამტკიცდება, რომ „ელჩეს“ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მეორედაც მოხვდა და იქ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა.“
„დასანანი 3 ქულა დავკარგეთ, მაგრამ ლიდერობას ვინარჩუნებთ. სეზონის გადამწყვეტი ეტაპი ახლოვდება და მჯერა, რომ გუნდი ამ მატჩებს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდება.“
„ჩემთვის მოედანზე გასვლა და გულშემატკივრების ოვაციების მოსმენა სასიამოვნო იყო. ქომაგებმა ის გოლი დააფასეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამეფო თასზე გავიტანე.“
- 23 იანვარი 2022
- 1 682
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.