საგანგაშო ინფორმაცია - ბენზემას ტრავმა მძიმეა?
ესპანური გამოცემები საგანგაშო ინფორმაციას იუწყებიან, რომლის მიხედვითაც, კარიმ ბენზემას კუნთის გაწყვეტის სიმპტომატიკა აქვს...
ექიმები „9“-იანზე ინტენსიურ დაკვირვებას აწარმოებენ, ხვალ კი მოთამაშე სრულფასოვან სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
თუ საქმე კუნთის უბრალოდ პრობლემასთან გვაქვს, ის 10-12 დღეში დაბრუნდება, მაგრამ თუ მას კუნთი აქვს გაწყვეტილი, ანჩელოტის გუნდის შეტევის ხაზის გადაწყობა დიდხანს მოუწევს.
შეგახსენებათ, სულ რაღაც 3 კვირაში „რეალის“ მეტოქე „პსჟ“ იქნება, სადაც ბენზემას როლი ძალიან დიდი უნდა იყოს. გაწყვეიტილი კუნთის შემთხვევაში, მისი პარიზში გამგზავრება რა თქმა უნდა გამორიცხული იქნება.
- 23 იანვარი 2022
- 2 789
- 7