ანჩელოტი:„დასანანი მატჩი წავაგეთ, კმაყოფილი არ ვარ“
კარლო ანჩელოტიმ „ელჩესთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„შეგვეძლო დუელებში უფრო აგრესიულები ვყოფილიყავით, მაგრამ არ გამოგვივიდა. გუნდმა პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ითამაშა და მეორე ნახევარში სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. ბენზემას გაცუდებულმა პენალტმა ფსიქოლოგიური პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ გონს მალე მოვეგეთ. ვიმედოვნებ, ფრანგის ტრავმა სერიოზული არ არის და ის მოედანზე დაბრუნებას შეძლებს.“
„მილიტაომ ქულა გადაარჩინა. ბრაზილიელმა ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ სასურველი შედეგი დაეფიქსირებინა.“
„2 გოლის გაშვება ელემენტარულმა შეცდომებმა განაპირობა. ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. წინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, რომელიც სათანადოდ უნდა ჩავატაროთ.“
„მსაჯმა პენალტი არ დადო მაშინ, როდესაც „ელჩეს“ ფეხბურთელს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელში მოხვდა. მე არ ვიცი გა სეფასება გავაკეთო, რადგან ეს არ არის ჩემი კომპეტენცია.“
„რამოსმა გუნდში წარუშლელი კვალი დატოვა. „ლა დესიმა“ საუკეთესო იყო. ის ხშირად იტანდა გადამწყვეტ გოლებს. ვფიქრობ, მილიტაომ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს.“
„„სევილიამ“ ქულები დაკარგა, „ატლეტიკომ“ კი დრამატული მატჩი მოიგო. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არაფრის პროგნოზირება არ შეიძლება. ჩვენ ძალიან კონკურენტულ ლიგაში გამოვდივართ.“
- 23 იანვარი 2022
- 1 719
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.