„რეალი“ 10 დღიან პაუზას იღებს, წინ კი ურთულესი თებერვალია

მადრიდის „რეალმა“ „ელჩესთან“ იანვრის ბოლო დაპირისპირება გამართა, ახლა გუნდი 10 დღიან პაუზას იღებს, 3 თებერვალს კი სამეფო თასზე დაპირისპირებით ანახლებს ასპარეზობას...

„ბლანკოსისა“ და „ბილბაოს“ დაპირისპირება ბასკეთში 3 თებერვალს, ესპანური დროით 21:30 საათზე შედგება.

6 თებერვალს „მერენგების“ მეტოქე უკვე ლა ლიგაში „გრანადა“ იქნება, 12-ში „ბლანკოსი“ „ვილიარეალს“ ესტუმრება, 15-ში კი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი გველის, სადაც „ბლანკოსს“ პარიზში ჩასვლა და ურთიერთობის გარკვევა „პსჟ“-სთან მოუწევს.

19 ან 20 თებერვალს სამეფო კლუბის ფეხბურთელები „ალავესს“ მიიღებენ, ხოლო 26 ან 27 თებერვალს „რაიო ვალეკანოს“ ესტუმრებიან.

ასევე აღსანიშნავია, რომ „კოპა დელ რეის“ ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში „რეალის“ კალენდარი კიდევ უფრო გადაიტვირთება, ვინაიდან გუნდს 9 ან 10 თებერვალს პირველი მატჩის გამართა მოუწევს.

  • Hala
  • 23 იანვარი 2022
  • 795
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (180)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)