ჰოლანდს მბაპესთან ერთად „რეალში“ თამაში სურს
ერლინგ ჰოლანდი კლუბისგან ეტაპობრივად დისტანცირდება. ბოლო დროის ნორვეგიელ თავდამსხმელსა და „დორტმუნდს“ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც პირველ რიგში ბორუსიელთა ულტიმატუმებმა განაპირობა...
ესპანური გამოცემების ცნობით, ჰოლანდი მინო რაიოლას გამოჯანმრთელებას აღარ ელოდება და საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებს, რომლის მიხედვითაც, ბუნდესლიგის დატოვება და მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს.
ერლინგს კილიან მბაპესთან ერთად თამაშის პერსპექტივა ხიბლავს და თვლის, რომ ფრანგ ფეხბურთელს შესანიშნავად გაუგებს.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესი კილიანის შემდეგ N2 სატრანსფერო პრიორიტეტად სწორედ ჰოლანდს განიხილავს და მოთამაშისთვის მიმზიდველ კონტრატს ამზადებს.
თუ ზაფხულში „ბლანკოსში“ ეს ორი ვარსკვლავი გადავა, გუნდის შეტევის ხაზი მართლაც მსოფლიოში საუკეთესო იქნება.
- 23 იანვარი 2022
- 894
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.