„რეალმა“ და „ბარსელონამ“ შეთანხმებას მიაღწიეს!
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა და კატალონიის „ბარსელონას მმართველმა, ჟოან ლაპორტამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელსაც ესპანეთში ზოგიერთმა ისტორიულიც კი უწოდა...
შეთანხმების მიხედვით, ორივე კლუბი იღებს ვალდებულებას, რომ ერთმანეთის ფეხბურთელები არ შეიძინოს, შესაბამისად არ აწარმოოს ინდივიდუალური მოლაპარაკებები და არ მოამზადოს შეთავაზებები.
ერთადერთი საგამონაკლისო ვარიანტი კი ფეხბურთელის კონტრაქტის ამოწურვა და თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღება იქნება, ანუ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ფეხბურთელს შეეძლება, როგორც ერთ, ასევე მეორე კლუბში გადასვლა.
ესპანეთში ამ შეთანხმებას ზოგიერთმა „მშვიდობის პაქტი“ უწოდა.
- 23 იანვარი 2022
- 7 390
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.