ბენზემა:„1/8 ფინალში „პსჟ“-სთან შეხვედრა არ მსურდა“
კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალზე, კილიან მბაპესთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა...
„ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ, რადგან მიზნად ტიტულების მოგება გვაქვს დასახული. „პსჟ“-სა და „რეალს“ შორის დაპირისპირება ფინალსაც კი დაამშვენებდა. ბუნებრივია, 1/8 ფინალურ ეტაპზე პარიზულ გუნდთან შეხვედრა არ მსურდა, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით და მზად ვართ, ურთულესი ბარიერი გადავლახოთ.“
„მბაპე ბევრი თვისებითაა განსაკუთრებული. ჩემპიონთა ლიგის მატჩში მის წინააღმდეგ დიდი ყურადღება გვმართებს.“
„არასდროს არავინ იცის, კონკრეტულ სიტუაციაში რას მოიფიქრებს კილიანი. ასევე აღსანიშნავია მისი დიდი ტექნიკური არსენალი და სისწრაფე.“
„კილიანს „პსჟ“-სა და „რეალს“ შორის დაპირისპირების შემდეგ აუცილებლად ჩავეხუტები.“
- 22 იანვარი 2022
- 2 607
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.