ჰოლანდსა და „დორტმუნდს“ შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა
„დორტმუნდის“ მთავარი დამრტყმელი ძალა ერლინგ ჰოლანდი და კლუბის ხელმძღვანელობა ჩიხში შედიან...
აღმასრულებელი დირექტორის, ჰანს იოაჰიმ ვაცკეს ბოლოდროინდელმა განცხადებებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ესპანური გამოცემების ცნობით, მინო რაიოლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთობას წერტილი დაესმება.
„ას“-ის, „მარკას“ და კიდევ რამდენიმე გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალი“ საქმეში ერთვება და ყველაფერს აკეთებს ტრანსფერის განსახორციელებლად, თუმცა „ბლანკოსში“ მოსახვედრად ერლინგს საკუთარი სურვილის დაფიქსირება და უფრო მაღალ ხელფაზეც უარის თქმაც მოუწევს.
ამ ეტაპზე ჰოლანდს საუკეთესო შეთავაზება „სიტისგან“ და „პსჟ“-სგან აქვს.
- 22 იანვარი 2022
- 797
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.