„რეალში“ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს - მოდრიჩის მომავალი ცნობილია!
ესპანური და არამხოლოდ ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და ამ ყველაფერს ოფიციალური სახე ძალიან მალე მიეცემა...
ხორვატი ლეგენდა კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს და „ბლანკოსში“ 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ბოლო კონტრაქტი ლუკიტასა და სამეფო კლუბს შორის.
ფლორენტინო პერესი თვლის, რომ 2023 წლის შემდეგ „რეალში“ სხვა ფეხბურთელებს უნდა გაეხსნათ ასპარეზი. სწორე 2023 მოთამაშე თავად გადაწყვეტს „ბლანკოსში“ დაასრულებს საფეხბურთო კარიერას თუ სხვა გუნდში გადავა სათამაშოდ. „მერენგები“ ლუკას ნებისმიერ პოზიციას გაიზიარებენ.
ესპანელები იუწყებიან, რომ უახლოეს კვირებში მოდრიჩისა და პრეზიდენტის შეხვედრა შედგება, სადაც ხელი მოეწერება ბოლო კონტრაქტს!
- 22 იანვარი 2022
- 1 729
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.