OK Diario - „პსჟ“ ასენსიოსთან დაკავშირებას გეგმავს
მარკო ასენსიოს მადრიდის „რეალთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. თუ „ბლანკოსსა“ და ფეხბურთელს შორის მომდევნო ზაფხულს შეთანხმება ვერ შედგება, ის გუნდს დატოვებს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღებას მიუახლოვდება...
OkDiario-ს ინფორმაციით, „პარისენჟერმენის“ ხელმძღვანელობა ვილემსენთან დაკავშირებას გეგმავს. „პსჟ“ მზად არის, ფეხბურთელთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი, სადაც მისი ანაზღაურება დაახლოებით 6 მილიონი ევროთი განისაზღვრება.
როგორც სჩანს, პარიზში იციან, რომ მბაპესთან დაკავშირებით იმედები ტყუილად აქვთ, ამიტომ შეტევის გაძლიერებაზე აქედანვე ზრუნავენ.
ასევე ცნობილია, რომ ანჩელოტისა და მარკოს შორის საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და კარლო ვილემსენთან ახალი კონტრაქტის გაფორმას მხარს უჭერს.
- 21 იანვარი 2022
- 837
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.