„ბაიერნი“ ჰოლანდისთვის ბრძოლაში სერიოზულად ჩაერთო
ესპანური და გერმანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალს“ ერლინგ ჰოლანდისთვის ბრძოლაში მიუნხენის „ბაიერნის“ სახით დიდი მეტოქე ეყოლება...
„რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობა უკვე ამზადებს კონკრეტულ წინადადებას, რომლითაც ნორვეგიელ ფეხბურთელს და „დორტმუნდს“ მიმართავს. „ბაიერნში“ მიაჩნიათ, რომ ლევანდოვსკის იდეალური შემცვლელი სწორედ ერლინგია, ამიტომ მისთვის სერიოზულ ფინანსურ რესურსს გაიღებენ.
მადრიდის „რეალს“ გერმანული გრანდის სახით საკმაოდ რთული მეტოქე ეყოლება, ამაში გერმანელები გვარწმუნებენ, რომლებიც იუწყებიან, რომ „ბაიერნი“ სერიოზულ კომპრომისზე წასვლას გეგმავს.
თავის მხრივ, თავად ფეხბურთელი ბუნდესლიგაში დარჩენის საკითხს არ განიხილავს, ვინაიდან ესპანეთის ლა ლიგას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა გამორიცხული არაფერია.
- 21 იანვარი 2022
- 677
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.