„რეალი“ მარსელო წითელ და კროოსის ყვითელ ბარათს დაასაჩივრებს
„ელჩესთან“ დაპირისპირებაში მარსელო ვიეირა მოედნიდან გააძევეს, ტონი კროოსმა კი ყვითელი ბარათი ისე მიიღო, რომ მეტოქეს საერთოდ არ შეხებია...
მადრიდის „რეალი“ მსაჯის გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებს. ამ ეტაპზე იურისტები არგუმენტების მომზადების პროცესში არიან და სულ მალე მიმართავენ შესაბამის ორგანოს.
მარსელოს ეპიზოდი მაინც საკამათოა, თუმცა ტონისთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ნებისმიერ გამეორებაზე სჩანს, რომ გერმანელი ფეხბურთელი მეტოქეს არ შეხებია და ადგილი სიმულაციას ჰქონდა.
- 21 იანვარი 2022
- 588
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.