„რეალის“ პოზიცია მბაპეზე - ან ახლა, ან არასდროს!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპესთან მიმართებით აქტიური ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „პსჟ“-მ ფეხბურთელს 2 წლით გახანგრძლივება შესთავაზა, პერესმა კონკრეტული პოზიცია დააფიქსირა...
„რეალმა“ მბაპეს მიმართა და ღიად დაუფიქსირა, რომ თუ „პსჟ“-სთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მასთან კომუნიკაცია დასრულდება და „ბლანკოსი“ მის ტრანსფერზე მუშაობას იმ წამიდან შეწყვეტს.
სამეფო კლუბი ასევე აფიქსირებს, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხის გადახდას აღარ აპირებს და „პარისენჟერმენის“ თამაშებში ჩართვას არ აპირებს.“
ფლორენტინომ მბაპეს პატივისცემა მაშინ დაუფიქსირა, როდესაც 2021 წლის 31 აგვისტოს მის სანაცვლოდ 200 მილიონს იხდიდა, თუმცა „პსჟ“-მ წინადადება არ მოისმინა და შეთანხმებაც არ შედგა.
ახლა ყველაფერი კილიანზე იქნება დამოკიდებული. თუ ის ოჯახს დაუჯერებს და პარიზში დარჩენას დათანხმდება, „რეალი“ მასთან კომუნიკაციას შეწყვეტს.
- 19 იანვარი 2022
- 7 603
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.