„რეალმა“ „ელჩესთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა „ლა კოპას“ მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს...
თავდაპირველი გახურების შემდეგ გუნდი ორად გაიყო და ტაქტიკურ მონახაზებს დაუთმო ყურადღება. კარლო ანჩელოტიმ ასევე იმუშავა კარში დარტყმებზე, პრესინგზე, ბურთის ფლობის კომპონენტსა და მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე.
ასენსიო და ვალიეხო განცალკევებული პროგრამით ვარჯიშობდნენ, მარიანო დიასმა და ტიბო კურტუამ კი სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშეს.
„ელჩესთან“ დაპირისპირება 20 იანვარს, 22:00 საათზე აიღებს სტარტს.
- 19 იანვარი 2022
- 441
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.