„პსჟ“-მ მბაპეს ახალი 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა!
ესპანური და ფრანგული გამოცემები იუწყებიან, რომ „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ კილიან მბაპეს ახალი, 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა...
შეთავაზება არსებობს, თუმცა კილიან მბაპე „პსჟ“-ს ოფიციალურ პასუხსაც არ უბრუნებს, ვინაიდან მან ღიად დააფიქსირა, რომ არსებული კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ საფრანგეთის ტერიტორიას დატოვებს.
მბაპეს ოცნება „რეალია“ და მადრიდში ამ მხრივ მშვიდად არიან. ფლორენტინო პერესი ზაფხულში ოფიციალურად გამოაცხადებს შეთანხმებას და მბაპეს ბერნაბეუზე გრანდიოზულად დახვდება.
მიუხედავად ყველაფრისა, „პსჟ“ არ ნებდება და მაქსიმალურად ცდილობს შედეგს მიაღწიოს.
- 19 იანვარი 2022
- 1 191
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.