მოურინიომ ხედირას მიმართ ინტერესი დაადასტურა
მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ ”ბლანკოსს” სურს შეიძინოს ”შტუტგარტის” ნახევარმცველი სამი ხედირა.
23 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში. მოურინიოს განცხადებით მას სურს გუნდში ერთი მცველის და ნახევარმცველის მოყვანა. ხედირას ტრანსფერის ფასი 10 მილ.ევროა.
”ჩვენ არ ვაპირებთ სატრანსფერო ფანჯრის მეფეები ვიყოთ, მე მსურს გუნდში პერსპექტიული ფეხბურთელები მოვიდნენ, რომლებიც ბევრს ისწავლიან.ჩვენ უკვე შევიძინეთ სამი ფეხბურთელი და სამი ხედირა მეოთხე უნდა იყოს.”
”რეალს სჭირდება მცველი და ნახევარმცველი, რომლებიც გაძლიერებენ გუნდს. ”ბლანკოსში” დიდი კონკურენცია იქნება, ეს კი დამატებით მოტივაციას შექმნის და საბოლოო ჯამში დადებით შედეგს მოგვცემს.”-განაცხადა ჟოზემ.
თუ ”რეალი” ხედირას შეიძენს და შემდეგ მცველის შეძენასაც მოახერხებს, მაშინ ”ბლანკოსი” ამ სატრანსფერო ფანჯარაზე აღარავის დაიმატებს.
წყარო:Goal.com
- 17 ივლისი 2010
- 1 618
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.